საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარტიებს ერთიანი სიის შექმნას ურჩევს. როგორც მან კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა, საერთო სია პარტიებმა არა რომელიმე პარტიის ქვეშ უნდა შეიმუშაონ, არამედ ნეიტრალურ პლატფორმაზე. ექსპრეზიდეტის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს საკუთარი ძალების გაძლიერებაზე და თუ საერთო სია ვერ შეიქმნება, პარტია მაინც ითანამშრომლებს სხვა ოპოზიციურ ძალებთან.