აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩინეთის თავდაცვის მინისტრს, დონგ ჯუნს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. პენტაგონის ცნობით, ლოიდ ოსტინმა ჩინელ კოლეგასთან თავდაცვითი ურთიერთობები, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილა. ლოიდ ოსტინმა დონგ ჯუნთან საუბარში აღნიშნა, რომ ჩინეთმა ნაოსნობის თავისუფლებას, განსაკუთრებით სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, პატივი უნდა სცეს. ცნობისთვის, ეს აშშ-ის თავდაცვის მდივანსა და ჩინეთის თავდაცვის მინისტრს შორის ბოლო 18 თვის განმავლობაში პირველი საუბარი იყო.