პარტია „ლელო“ პარტიის წვერის ირაკლი კუპრაძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. პარტიის ცნობით, ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტის დროს უკანონოდ დააკავა, მის მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და დაკავებულებზე სასტიკად იძალადა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ლელოს“ გენერალური მდივანი ამ დრომდე დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით, 11 პირი დააკავეს. დღესვე სახალხო დამცველმა ზაჰესის იზოლატორში მოთავსებული 6 პირი მოინახულა. ლევან იოსელიანის თქმით, ორი მათგანი ფიზიკურ დაზიანებებზე მიუთითებს, ინფორმაცია კი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნება. ომბუდსმენის თქმით, დღესვე მოინახულებს სხვა იზოლატორში მყოფ დაკავებულებს.