საქართველოში მოქმედი ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, შსს ადვოკატებს არ აწვდის ინფორმაციას დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ.