21:30
17 ივნისი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი, ბაიკ-ლაინები, შუშის რესტორანი - როგორი იქნება განახლებული წალკის კანიონი
18-05-2021

წალკის (დაშბაშის) კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოები არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს. პროექტს ებრაული კომპანია KASS LAND-ი ახორციელებს. ინვესტიცია კი 120 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის მიხედვით, კანიონზე უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა დაკიდებული შუშის კაფე-ბარით, საიდანაც შთამბეჭდავი ხედი გადაიშლება. ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა: ვიზიტორთა ცენტრი, კანიონში ჩასასვლელი ბილიკები პანორამული ხედებით, გადმოსახედი, პარკინგი, საქანელა, ბაიკ-ლაინი, კოტეჯები და სასტუმრო კომპლექსი.

ცნობისთვის, კანიონი თბილისიდან 1 საათის სავალ მანძილზე, 60 კილომეტრის დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. ახალი პროექტი, რომელიც წალკის კანიონზე ხორციელდება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის, განსაკუთრებით კი, რეგიონის ეკოტურიზმის განვითარებაში.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები