12:04
5 ივლისი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
24-საათიან მოვლასა და ყურადღებას საჭიროებს: რატომ უჩნდება მწოლიარე ავადმყოფს ნაწოლები?
30-03-2018

მწოლიარე ავადმყოფი 24-საათიან მოვლასა და ყურადღებას საჭიროებს. ძირითადი დაავადების განვითარების შეჩერება მომვლელს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, მწოლიარე ავადმყოფს შეიძლება ნაწოლები გაუჩნდეს. ავადმყოფი გამუდმებით ერთსა და იმავე პოზიციაშია, სხეულის ლოგინთან შეხების ადგილებში კი თანდათანობით ირღვევა სისხლის მიმოქცევა და კანი იწყებს ატროფირებას.

მწოლიარე ავადმყოფებს მნიშვნელოვნად აქვთ დაქვეითებული იმუნიტეტი და ორგანიზმის რეგენერაციული უნარი, რაც ამძიმებს უკვე წარმოქმნილი ნაწოლების მიმდინარეობას. ნაწოლი ავადმყოფს შეიძლება ნებისმიერ ადგილას გაუჩნდეს, ეს დამოკიდებულია წოლისას ადამიანის პოზოციაზე. მაგალითად, თუ ის იძულებულია დიდხანს იწვეს ზურგზე, ზიანდება კუდუსუნის, ხერხემლის, დუნდულის არე, ბეჭებს შორის მიდამო. თუ გვერდზე უწევს წოლა, ნაწოლი სხეულის მხოლოდ ერთ მხარეს განვითარდება.

ნაწოლის პირველივე ნიშნების გაჩენისთანავე აუცილებელია მკურნალობის დაწყება. სხვა შემთხვევაში კანის რღვევის პროცესი აქტიურად პროგრესირდება, რაც გამოიწვევს ნეკროზულ პროცესებს და ღრმა წყლულებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები