მცემეს, დამიჭირეს. სასტიკად უსწორდებიან ხალხს, - ამის შესახებ "ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა.
სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
ამასთან, შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, სამართალდამცავთა მითითებებს დაემორჩილონ.