„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან დღესაც შეიკრიბებიან. პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ლიდერებიც იმყოფებიან. კანონის განხილვა პარლამენტის შენობაში საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზაციის ფონზე მიმდინარეობს. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, საკანონდებლო ორგანოს დღეს პოლიციის ახალი შემადგენლობა დაემატა. რა მდგომარეობაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და რას აცხადებენ აქციაზე მისული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სალომე ჯაფარიძე გვეტყვის.