ისრაელის მხრიდან ირანზე შესაძლო საპასუხო რეაქცია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეშფოთებას იწვევს. ორგანიზაციის დირექტორი, რაფაელ გროსი შიშობს, რომ ისრაელის თავდასხმის სამიზნე, შესაძლოა, ირანის ბირთვული ობიექტები გახდეს. მან გაეროს შტაბ-ბინაში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ირანმა ბირთვული ობიექტები სააგენტოს ინსპექტორებისთვის კვირა დღს დახურა, თუმცა პირობა მიიღო, რომ მონიტორინგი განახლდება. გროსი მხარეებს მეტი თავშეკავებისკენ მოუწოდებს.