ავსტრალიის პოლიციამ სიდნეიში, ასირიულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში 15 აპრილს განხორციელებული თავდასხმა რელიგიურად მოტივირებულ „ტერორისტულ აქტად“ გამოაცხადა. პოლიციამ 16 წლის ბიჭი მას შემდეგ დააკავა, რაც ის ეკლესიაში წირვის დროს ეპისკოპოსს, მღვდელსა და მრევლს ცივი იარაღით თავს დაესხა. პოლიციის ცნობით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე ოთხმა ადამიანმა დაზიანებები მიიღო და ასევე თავდამსხმელიც დაშავდა. ავსტრალიის ხელისუფლება თავდამსხმელის რელიგიურ მოტივს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს.