საერთაშორისო პარტნიორები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, მეთიუ მილერმა გუშინ, 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, ამ კანონის მიღება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას დარტყმას მიაყენებს, ქვეყანას კი ევროპული გზიდან გადაიყვანს. მმართველი პარტიის ამ ინიციატივას ევროპარლამენტშიც მწვავე კრიტიკით შეხვდნენ. ვიოლა ფონ კრამონის შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი მხოლოდ ოლიგარქს ემსახურება. როგორ პასუხობენ დასავლელი პარტნიორების კრიტიკას „ქართულ ოცნებაში“