საქართველო ხელახალ გასაბჭოებას არ დაუშვებს - აღნიშნული განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე ჩატარებულ აქციას გამოეხმურა. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ე.წ. „რუსული კანონის” წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი აქციები მიმდინარეობს, “სპეცრაზმელები” კი წყლის ჭავლითა და გაზით მზადყოფნაში არიან, რათა ევროპული მომავლის დამცველი მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედება დაიწყონ.