1. "არა რუსულ კანონს" - ამ მთავარი გზავნილით დილიდან პარლამენტის უკან საპროტესტო აქცია იმართება. სამოქალქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვას აპროტესტებენ. ახალგაზრდების ნაწილი დღეს პარლამენტში შეშვებას და სხდომაზე დასწრებასაც ითხოვდა, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ადგილზე გაიშალა ევროკავშირის დროშაც. რა ხდება საკანონმდებლო ორგანოსთან მერაბ პაპაშვილი გვეტყვის.