იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე გააძევა.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დეპუტატი ერთი და იმავე კითხვის განმეორებით დასმით სხდომის შეგნებულ გაჭიანურებას ცდილობს.
„დატოვეთ სხდომათა დარბაზი, გაძევებული ბრძანდებით. ერთი და იგივე შეკითხვა დაგიწერეს. ერთი და იგივე შეკითხვის განმეორების შემთხვევაში იქნება მოხსნილი. ყველა შეკითხვა იქნება მოხსნილი იგივე შეკითხვების განმეორების შემთხვევაში“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატს, რომან გოცირიძეს.
თავის მხრივ რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს მიმართა კითხვით: „რამდენი ადამიანი დარჩება უმუშევარი და გავა უცხოეთში ამ კანონის მიღების შემდეგ?“