პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ევროოპტიმისტების წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებას, პარლამენტში მედიასაშუალებების მუშაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია უწოდა, რის გამოც მას მიკროფონი გაუთიშა. "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი დასავლურია და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები კი აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველოს ხელისუფლებამ პროექტის კანონად ქცევა ვერ შეძლოს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ესწრება არასამთავრობო სექტორის გაეკვეული ნაწილიც. როგორ მიმდინარეობს ხელმეორედ დაინიცირბეული კანონპროექტის განხილვა.