20 მდე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე განხორიცელებული შესაძლო ზეწოლის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციების თქმით, მედიაში გავრცელებული ჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების მიერ საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლას, რათა მათ პარტიული დავალებები შეასრულონ და ევროინტეგრაციის დამაზიანებელი დეზინფორმაცია გაავრცელონ. მათი თქმითვე, როდესაც საქართველო მნიშვნელოვან გზაგასაყარზე კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, ხელისუფლება მათ სამსახურებრივი ვალდებულების ნაცვლად, პარტიული დავალებების შესრულებას აიძულებს. მესამე სექტორი საჯარო მოხელეებს მიმართავს და პირობას აძლევს რომ საჭიროების შემთხვევაში მათ გვერდით იქნებიან.