14 აპრილი დედაენის დღეა. 45 წლის წინ საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. ყველაფერი 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა. ახალი ნორმის მიხედვით, საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო.მცირე პროტესტი მალევე მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა. საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს. დედაენის დღეს ქართულ საზოგადოებას ულოცავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. მისი განცხადებით, ერთ მუშტად შეკრულმა ქვეყანამ 45 წლის წინ საკუთარი იდენტობა კიდევ ერთხელ შეინარჩუნა. მილოცვას უერთდება ქვეყნის პრეზიდენტიც. 1978 წელს განვითარებული მოვლენებს იხსენებს და ამ დღეს ქართველ ხალხს ულოცავს საქართველოში ამერიკის საელჩოც.