აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადადგას, რათა სანქცირებული ქართველი მოსამართლეების მიმართ გამოძიების დაიწყოს. როგორც მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუს დროს აღნიშნა, 1 წლის წინ, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობის გამო, აშშ-ის სანქციებს დაექვემდებარდნენ. მილერმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სასამართლო სექტორის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად აქტიურად უნდა იმუშაოს. აღნიშნულ საკითხს უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა - როგორც მან აღნიშნა, ამერიკულმა მხარემ ქართველ მოსამართლეებს სანქციები უნდა მოუხსნას და მათ ასევე ბოდიში უნდა მოუხადონ. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, აშშ-ის მოთხოვნაზე მათ მტკიცებულებების წარმოდგენა მოითხოვეს, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება, რის გარეშეც, გამოძიების დაწყება დემოკრატიული სტანდარტი არ იქნება.