არა რუსულ კანონს - ამ ლოზუნგით ორშაბათს, 15 აპრილს, 19 საათზე, პარლამენტთან კიდევ ერთი აქცია დაანონსდა, რომლის ორგანიზატორიც "საერთაშორისო გამჭვირვალობაა". როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ე.წ რუსული კანონი საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება და ის საქართველოსა და ევროპას შორის დიდი კედელია. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს„ აქციით გააპროტესტებენ დილის 10 საათზეც. პარლამენტის გარეთ დილიდან სამოქალაქო საზოგადოების წევრები და სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები შეიკრიბებიან.