ლაზარე გრიგორიადისი გათავისუფლების მოლოდინშია - მას შემდეგ რაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, ოჯახისწევრები, მეგობრები, მხარდამჭერები და ადვოკატები ელოდებიან, როდის დატოვებს ლაზარე საპატიმროს. სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარები პოლიტიკურ სპექტრშიც კეთდება. ოპოზიცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ემხრობა და სახელმწიფოებრივს უწოდებს. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებით, კონსტიტუცია დაივიწყა.