აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ შესაბამისი ნაბიჯები გადადგას, რათა სანქცირებული ქართველი მოსამართლეების მიმართ გამოძიების დაიწყოს. როგორც მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუს დროს აღნიშნა, 1 წლის წინ, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე მნიშვნელოვან კორუფციაში მათი მონაწილეობის გამო, აშშ-ის სანქციებს დაექვემდებარდნენ. მილერმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სასამართლო სექტორის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად აქტიურად უნდა იმუშაოს.