უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში, 15 აპრილს დაიწყება. განხილვის პარალელურად კი პარლამენტთან აქცია გაიმართება. სახელისუფლებო გუნდის წევრები კანონპროექტის მიღების მთავარ მიზნად, მესამე სექტორის დაფინანსების გამჭვირვალობას ასახელებენ.თუმცა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას, არა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც აკრიტიკებენ. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ კანონის მიღებაზე უარი უნდა თქვას.