საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ გზავნილებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ეხმაურებიან. ოპოზიციური პარტიები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანების მცდელობაზე საუბრობენ და მმართველ პარტიას მოუწოდებენ, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებაზე უარი თქვან. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას გერმანიის კანცლერის განცხადებაზეც ამახვილებენ. მათი განმარტებით, ოლაფ შოლცის გზავნილი კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიღებაზე უარი უნდა თქვას.