დიდი ბრიტანეთის არმიის გაერთიანებული ძალების ყოფილი მეთაურის, გენერალ სერ რიჩარდ ბარონსის განცხადებით, არსებობს სერიოზული რისკი, რომ უკრაინა 2024 წელს ომში დამარცხდეს. ბარონის თქმით, ამის მიზეზია ის, რომ უკრაინელებმა შეიძლება იფიქრონ, რომ გამარჯვების მიღწევა უკვე შეუძლებელია. მისივე განცხადებით, უკრაინა ჯერ არაა ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ უკრაინული ჯარის შეიარაღების, ცოცხალი ძალისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების მარაგები კრიტიკულად დაბალ ნიშნულზეა. გასული წლის უკრაინული კონტრიერიშის შედეგად ვერ მოხერხდა რუსული არმიის უკუქცევა და ახლა მოსკოვი ზაფხულის იერიშს ამზადებს.