ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდული ფესტივალი „სტუდფესტი 2024“ მიმდინარეობს - Palitra News

ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდული ფესტივალი „სტუდფესტი 2024“ მიმდინარეობს

2024-04-13 12:02:40+04:00

ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდული ფესტივალი „სტუდფესტი 2024“ მიმდინარეობს. ამჯერად, ფესტივალის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებმა ბადმინტონის შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა.

„სტუდფესტი 2024“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით იმართება და მასში საქართველოს ყველა უნივერსიტეტის 25 000-მდე სტუდენტი იღებს მონაწილეობას.