აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სოფლის განვითარების სააგენტოს ანგარიში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გასვლითი სხდომაზე მოისმინა. ანგარიში 2023 წელს გაწეული საქმიანობის და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ამავე სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ წარადგინა. სააგენტო სახელმწიფო თანადაფინანსებით ორ ათეულზე მეტ პროგრამასა და პროექტს ახორციელებს. კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.
დღის ბოლოს კი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ადგილობრივ ფერმერებსა და მოსახლეობასთან გაიმართა შეხვედრა, სადაც დიალოგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.