ევროპელი პარტნიორები ქართულ ოცნებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის უკან გაწვევას თხოვენ.ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით ქართულმა "ოცნებამ" იცის, რომ რუსული კანონის მიეღებით შესაძლოა, ევროკავშირში გაწევრიანების ფანჯარა დაიხუროს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ როდესაც საუბარია ექსტრემისტული და რევოლუციური პროცესების დაფინანსებაზე, სახელმწიფოს ძირის გამოთხრაზე, სახელმწიფო სათანადო სიმაღლეზე დადგება, ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუშალოს, ვინც არ უნდა იყოს ის, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს.