საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის ფონზე, მმართველი პარტია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას 15 აპრილიდან იწყებს. ხელისუფლების ოპონენტები ამ კანონპროექტს კვლავ „რუსულს“ უწოდებენ, თუმცა ამის მიუხედავად, ოპოზიციონერი დეპუტატები განხილვებში მონაწილეობას მაინც აპირებენ. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, განცხადებით, აღნიშნული საკითხის განხილვის დროს, „ქართული ოცნება“ გეგმავს, რომ ოპოზიციის მიმართ პროვოკაცია მოაწყოს და მანჯგალაძე არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდეს. ხელისუფლების წარმომადგენლები კი აღნიშნულ კანონპროექტს „ევროპულ მაგალითზე შექმნილ ქართულ კანონს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ მისი რუსულ კანონად მოხსენიება სპეკულაციას წარმოადგენს. კიდევ რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები საერთაშორისო გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ, ამას მაგდა ბლუაშვილი გვეტყვის.