საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტი დასრულებულია. გერმანიის კანცელარიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უმასპინძლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძემ და ოლაფ შოლცმა მედიასთან ერთობლივი პრესკონფერენციაც ჩაატარეს. რაზე ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ლიდერებმა, ამას ეკა უშხვანი გაგვაცნობს.