საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ. მიმდინარე სასწავლო წელს, საჯარო სკოლების პარალელურად, პროექტი კერძო სკოლებშიც წარმატებით მიმდინარეობს. თავდაცვის ძალების მოქმედი ოფიცრები და სერჟანტები ქალაქ ბათუმში სკოლას „ევრო 2000“ ესტუმრნენ და მაღალი კლასების მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ გაცნობითი პრეზენტაცია წარუდგინეს.