"შაჰედის" ტიპის დრონების საფრთხის გამო უკრაინაში საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში ჩაირთო. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაშავდა 4 ადამიანი. დაშავებულები არიან ხარკოვსა და ლუგანსკშიც.ძლიერი აფეთქებები იყო მარიუპოლში. რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად განადგურებულია კიევთან ახლოს მდებარე ტრიპოლის თბოელექტროსადგური.