ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვაში ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, მისი ვიზიტის მიზანი „სამი ზღვის სამიტში“ მონაწილეობა და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებთან მოლაპარაკებების გამართვაა. ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში ლიეტუვის, ლატვიის, ჩეხეთისა და რუმინეთის ლიდერებს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით ოფიციალურმა კიევმა და რიგამ უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ზელენსკის ცნობით, ყოველწლიურად ლატვია უკრაინას მთლიანი შიდა პროდუქტის 0,25%-ის სამხედრო დახმარებას გაუწევს.