სამოქალაქო მოძრაობების მიერ დაანონსებული აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" 15 აპრილს, დილის 10:00 საათზე გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტთან, იურიდიული კომიტეტის სხდომის პარალელურად გაიმართება. სწორედ ამ კომიტეტზე დაიწყება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა. ორშაბათს დაგეგმილ აქციას მსვლელობით შეუერთდებიან სტუდენტებიც - ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან 12:00 საათზე დაიძრებიან.