„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე დისკუსია ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გაიმართა. USAID-ის ხელმძღვანელს სამანტა პაუერს კითხვა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა დაუსვა. სენატორი ჯინ შაჰინი დაინტერესდა, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს "უცხოეთის აგენტის" შესახებ კანონს, საქართველოში შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებულ სამოქალაქო ორგანიზაციების მომავალზე. სამანტა პაუერის განცხადებით, აღნიშნული კანონის ადგილი ევროპაში არ არის და, როგორც ის აღნიშნავს, გამოცდილება აჩვენებს, რომ ამგვარ კანონებს გავლენა აქვს კორუფციისადმი ანგარიშვალდებულებასა და სიტყვის თავისუფლებაზე. სენატორმა, ბენ კარდინმა ამ კანონპროექტს „პუტინის სტილის კანონი“ უწოდა. მისივე თქმით, შეშფოთების შესახებ, ოფიციალური შეტყობინება მან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩსაც გადასცა.