თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე უწყების საგანმანათლებლო პროექტის - „დიდგორელი“ დახურვის ღონისძიებას დაესწრო. მან პროექტის მონაწილე წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა საგანმანათლო პროექტებისა და ახალგაზრდა თაობაში შემეცნებითი უნარების განვითარების მნიშვნელობაზე. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პროექტის გამარჯვებულს სამახსოვრო საჩუქარიც გადასცა.