რუსმა სამხედროებმა დღეს დილით უკრაინის ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ლვოვისა და კიევის ოქლებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს, - ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, გერმან გალუშჩენკო იუწყება.მანამდე, კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები თავს დაესხნენ კიევის ოლქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.