“რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ კანონი”, რომელსაც ავტორები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” ალტერნატივად განიხილავენ, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის კვლავ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლების განმარტებით, ალტერნატიული კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ დევნას ყველა იმ ორგანიზაციის ან ადამიანის მიმართ, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის ძალას წარმოადგენს და ცდილობს, რუსეთის ინტერესებით შეცვალოს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საგარეო პოლიტიკის მიზნები. საპასუხოდ - საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარტია “გახარია საქართველოსთვის” “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირებული ძალაა, რომელიც ამ კანონპროექტის ინიცირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. თემაზე ვრცლად ხატია სამხარაძე მოგიყვებათ