ქართული ოცნების მიერ ხელმეორედ დაინიცირებულ კანონპროექტს ოპოზიციური პარტიები არასამთავრო სექტორთან ერთად აპროტესტებენ. ხელისუფლების ოპონენტები ინტენსიური პროტესტის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ქართულ ოცნებას კანონის მიღებაში ხელი შეუშალონ. ოპოზიციური პარტიების მეორე ნაწილის განცხადებით კი მნიშვნელოვანია, ქართული ოცნების ქმედებებმა ეკონომიკური ინფლაციის საკითხი არ გადაფაროს. რას მოიმოქმედებს ოპოზიცია და როგორია მათი სამომავლო გეგმები, სალომე ჯაფარიძე არკვევდა და მეტს ის გვეტყვის