„უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონპროექტს“ 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. ოპოზიციაში კი კანონპროექტს კვლავ რუსულს უწოდებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ამ კანონით „ქართული ოცნება“ დასავლეთს მტრად აცხადებს და ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს. მმართველ პარტიაში კი კანონპროექტს ქართულს უწოდებენ და ამბობენ რომ ის „ევროპულ მაგალითზეა შექმნილი. ქართული ოცნების ლიდერები ოპოზიცის მხრიდან აღნიშნულის რუსულ კანონად მოხსენიებას სპეკულაციად მიიჩნევენ. თაზო მაჭარაშვილი მოგიყვებათ