ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტი თბილისში ვიზიტს განაგრძობს. ევროპელი პარტნიორები უკვე შეხვდნენ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. საუბრის მთავარი თემა ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 დათქმა და პარლამენტში ინიცირებული უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონპროექტი იყო. ევროკავშირის საბჭოს დელეგაციამ შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციშიც გამართა. რა საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება მხარეებმა, მერაბ პაპაშვილი გვიერთდება თემის დეტალებით