"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა.მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და წარმატებული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს . შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მრავალწლიანი პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა სხვადასხვა სფეროში კიდევ უფრო მტკიცდება.