ბოლო დღეებში თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გამოქვეყნებული პლაკატები გამოჩნდა. თბილისის მერის მოადგილის, კახაბერ გულედანის ინფორმაციით, დედაქალაქში გამოქვეყნებულ პოლიტიკური შინაარსის პლაკატებზე მუნიციპალიტეტს ნებართვა არ გაუცია. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალურ ინსპექციას მოკვლევა დაწყებული აქვს და და იმ პლაკატებზე, რომელზეც ნებართვა არ არის გაცემული, შესაბამისი სანქციები გატარდება.