ქართული ოცნების მიერ ხელმეორედ დაინიცირებულ კანონპროექტს ოპოზიციური პარტიები არასამთავრო სექტორთან ერთად აპროტესტებენ. ხელისუფლების ოპონენტები ინტენსიური პროტესტის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ქართულ ოცნებას კანონის მიღებაში ხელს შეუშლიან. ოპოზიციური პარტიების მეორე ნაწილის განცხადებით კი მნიშვნელოვანია, ქართული ოცნების ქმედებებმა ვერ გადაფაროს ეკონომიკური ინფლაციის საკითხი.