ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნამდე რამდენიმე თვით ადრე, ევროკავშირის საბჭოს დელეგაცია თბილისშია. დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს მართავს და საუბრის მთავარ თემას საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსის მიღება და დაგეგმილი რეფორმები წარმოადგენს. დელეგაციის საქართველოში სტუმრობა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის პარლამენტში განხილვას ემთხვევა, რომელიც საერთაშორისო პარტნიოირების ნაწილის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა.