აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს იმის იმედი აქვს, რომ დასავლელი პარტნიორები კიევს მიატოვებენ. ოსტინმა ხაზგასმით ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის უმოქმედობა თავისუფალ სამყაროს საფრთხეში აგდებს და „წარმოუდგენელი ხარჯების“ რისკს შექმნის. მინისტრის განმარტებით, სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის ჩინეთი, უკრაინაში არსებულ ვითარებას, რუსეთის ქმედებებსა და აშშ-ის რეაქციას აქტიურად აკვირდებიან. პენტაგონის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებში რუსეთის ფედერაციის უპირატესობის მიუხედავად, "შესანიშნავი სამუშაო" შეასრულა და შეძლო, რომ რუსების მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში დაპყრობილი ტერიტორიის დაახლოებით 50% დაებრუნებინა. ოსტინმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა არ სთხოვს პარტნიორებს მისთვის ბრძოლას, არამედ თავისი ძალისხმევის მხარდასაჭერად მხოლოდ აუცილებელ საშუალებებს ითხოვს.