ComCom-ის ორგანიზებით მედიაწიგნიერების პროექტის „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ გამარჯვებული და საუკეთესო ნაშრომის ავტორი 10 სტუდენტი მედიაწიგნიერების ტრენერმა, მედიაწიგნიერების სწავლებაში გადაამზადა. შეხვედრის დასასრულს, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა და ტრენერის სტატუსი მიენიჭა. სერტიფიცირებულ სტუდენტებს კი, კომუნიკაციების კომისია მისცემს შესაძლებლობას, ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტებში აქტიურად ჩაერთონ და სკოლებსა თუ პროფესიულ სასწავლებლებში სემინარები დამოუკიდებლად ჩაატარონ.