უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი ხარკოვის რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და რუსეთის საზღვართან თავდაცვით და საფორტიფიკაციო სამუშაოებს გაეცნო. პრეზიდენტი ასევე გაეცნო ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაციების პირობებს და ათობით ჯარისკაცი მედილთ დააჯილდოვა. მისი თქმით, ხარკოვის რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და უკრიანულმა ძალებმა რუსებს უნდა დაანახონ, რომ თავდაცვისთვის სრული მზადყოფნა არსებობს. რამდენიმე კვირის წინ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ თავდაცვის პირველ ხაზზე მებრძოლების გამოცდილების გათვალისწინებით საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობის პროექტი, შეიმუშავა.