საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა წარმატებით განვითარდა. შალვა პაპუაშვილმა ყურადღება საპარლამენტო თანამშრომლობაზე და მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირებზე გაამახვილა. მხარეებმა ასევე ორივე რეგიონის სატრანსპორტო-სატრანზიტო მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. ამავე კონტექსტში მათ ეკონომიკური, ენერგეტიკული, საჰაერო-სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობა და პროექტები მიმოიხილეს.