დილიდან, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეებთან და 35 წლის წინანდელი აქციის მონაწილეებთან ერთად,სახალხო დამცველი, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ოპოზიცია მემორიალთან თითქმის სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი - ადგილზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, პარტია „ახალისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები - მათ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებითა და გვიგვინებით შეამკეს. ოპოზიციის შეფასებით, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 35 წლის შემდეგაც აქტიურად უწევს. ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს 9 აპრილის მემორიალთან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. როგორ ვითარდებოდა მოვლენები მთელი დღის განმავლობაში თემის დეტალები ნახეთ ცარო კირვალიძის სიუჟეტში.