დღეს დილიდან, 9 აპრილის მემორიალთან რიგით მოქალაქეებთან და უშუალოდ 35 წლის წინანდელი აქციის მონაწილეებთან ერთად, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ოპოზიცია მემორიალთან თითქმის სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი - ადგილზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, პარტია „ახალისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები - მათ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებითა და გვიგვინებით შეამკეს. ოპოზიციონერთა შეფასებით, საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხეშია, რადგან, როგორც თავად ამბობენ, მმართველი პარტია საქართველოში კვლავ საბჭოთა მმართველობის დამყარებას ცდილობს. რა ვითარებაა 9 აპრილის მემორიალთან და კიდევ რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები.